Loading...
სტუდენტები

თუ გახდით ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტი, გილოცავთ! მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას! ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური გთავაზობთ სტუდენტური მხარდაჭერის მრავალ სერვისს, რაც ქმნის სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს უნივერსიტეტში.

 

ინდივიდუალური კონსულტაცია და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას, რათა მათ უკეთ დაგეგმონ თავიანთი სასწავლო პროცესი და გააუმჯობესონ აკადემიური შედეგები. უნივერსიტეტი გამოირჩევა სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით და თითოეული მათგანისთვის იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

 

პირადი ტუტორი

ბრიტანული უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს ჰყავს პირადი ტუტორი, რომელიც ეხმარება მას სწავლისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით. სტუდენტი, ნებისმიერი შეკითხვის ან დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს პირად ტუტორს.

 

სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა 

დეპარტამენტი სტუდენტებს ეხმარება დასაქმებასა და საერთაშორისო მასშტაბით, სტაჟირების პროგრამებში ჩართვაში. ასევე, ბრიტანული უნივერსიტეტი აორგანიზებს დასაქმების ფორუმებს და თემატურ შეხვედრებს, პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ფორუმების განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება აქვთ შეხვდნენ, გაესაუბრონ და გაიცნონ დაინტერესებული მხარეები.

 

მეწარმეთა ცენტრი

ბრიტანული უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ქმნის მეწარმეთა ცენტრს, სადაც შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ პროექტული აქტივობები. ასევე, ცენტრი ეხმარება მათ ბიზნესის დარეგისტრირებაში. მეწარმეთა ცენტრი წარმოადგენს ბიზნეს ინკუბატორს, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, რომლებიც სტუდენტებს  აძლევენ რჩევებს მათ ბიზნეს გეგმებთან დაკავშირებით. ასევე, უნივერსიტეტი სტუდენტებს აკავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან.

 

სტუდენტური გაერთიანებები

ბრიტანული უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტური გაერთიანებების შექმნას.

 

პროექტების კონკურსი

ბრიტანული უნივერსიტეტი ცდილობს წაახალოსოს სტუდენტური პროექტები და მხარს უჭერს მათ კომერციულ და არაკომერციულ ინიციატივებს. ყოველწლიური კონკურსი წარმოადგენს სრულად გამჭირვალე პროცესს.

 

საერთაშორისო პროექტები

ბრიტანული უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტების თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ეხმარება განახორციელონ ერთობლივი პროექტები. 

 

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ბრიტანული უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს კვალიფიციურ ფსიქოლოგთან კონსულტაციას. აღნიშნული სერვისის მიზანია მათი ემოციური კეთილდღეობა, უცხო გარემოში ადაპტაციის ხელშეწყობა, აკადემიური წარმატება და ა.შ.

 

სტუდენტური სერვისების ხარისხი და მიზნებთან მათი შესაბამისობა ფასდება სტუდენტური სერვისების განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ. შეფასების შედეგები გამოიყენება პროცესების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.