Loading...
image
კულტურა

ქართველთა უნიკალური და მრავალფეროვანი კულტურა, რომელიც საუკუნეების განმავლიბაში ყალიბდებოდა, ათასწლეულებს ითვლის. სხვადასხვა ტრადიციულმა ელემენტებმა, როგორც დასავლურმა, ისე აღმოსავლურმა, გავლენა მოახდინა საქართველოს კულტურულ იდენტობაზე, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტრადიციები.

 


მრავალფეროვანი და განსხვავებული კულტურული მახასიათებლების ჩამოყალიბების წინაპირობა იყო საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის. საქართველო მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, საიდანაც ერთმანეთს უკავშირდებოდა ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. ამ სავაჭრო კავშირების შედეგად ქართული და უცხოური მახასიათებლები ერთმანეთს შეერწყა და შეიქმნა განსხვავებული და უნიკალური კულტურა.


ქართული მონუმეტრური არქიტექტურა, მსოფლიოში ცნობილი პოლიფონიური სიმღერები და ხალხური მუსიკა, მდიდარი სასულიერო და საერო ლიტერატურა, შესანიშნავი ხალხური ცეკვები და ბალეტი, მჭედლობა და მხატვრობა - ეს ყველაფერი ამ უძველესი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელ თვისებებს ატარებს.


პერიოდი, მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეებს შორის, იყო ქართველთა რენესანსი, როდესაც ბერებმა ახალი ჰუმანისტური იდეები წამოაყენეს აკადემიებში, ეკლესიებსა და მონასტრებში. შუა საუკუნეების საქართველოში აყვავებული იყო ფილოსოფია და ისტორიოგრაფია, ღვთისმეტყველება და სამართალი, პოეზია და ხელოვნება.


საქართველოს გააჩნია მჭედლობის მდიდარი ისტორია. ძველი ტექნოლოგიისა და მხატვრული მნიშვნელობის ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ხელოვნების ნაწარმი აღმოჩენილ იქნა ძვ. წ. I და II ათასწლეულების სამარხებიდან. ქართველმა ოქრომჭედლებმა შექმნეს ტიხრული მინანქრისა და ბარელიეფის ნამუშევრების შედევრები, მე-10 – მე-3 საუკუნეებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ პერიოდის ხატები, ჯვრები და სამკაულები.
 


საერო კულტურის აყვავება მე-19 საუკუნეში დაიწყო, როდესაც ქართველი ავტორები და მხატვრები, შთაგონებული ევროპული ტენდენციებით, ავსებდნენ ეროვნული ხელოვნების ხაზინას. ტრადიციული მუსიკა და ცეკვა არის ორი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი საქართველოს ისტორიის საგანძურში.


ქართული საზოგადოება დღეს ყველაზე უფრო მდიდარია, ვიდრე ოდესმე. საქართველო არის ღია და ხელმისაწვდომი არჩევანი ნებისმიერი სტუმრისთვის, რომელთაც სინტერესებთ განსხვავებული და მრავალფეროვანი კულტურა.