Loading...
ვაჟა-ფშაველას ფონდი

ცნობილი ქართველი მწერალი და პოეტი ვაჟა-ფშაველა ახალგაზრდობაში სანკტ-პეტერბურგში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სამშობლოში დაბრუნდა. ადამიანმა, რომლის მთავარი ღირებულება ჰუმანიზმი იყო, არასაკმარისი ფინანსების გამო ვერ შეძლო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. მართალია,  ამ შემთხვევას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მსოფლიო მასშტაბის ფიგურა გამხდარიყო, მაგრამ მისი არცთუ ხანგრძლივი ცხოვრება ბევრი სირთულით იყო სავსე. ვაჟა-ფშაველა 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ამ ისტორიით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა ვაჟა-ფშაველას სახელობის ფონდი. ფონდის საშუალებით ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და საფუძველი ჩაუყარონ თავიანთ წარმატებულ მომავალს.

 

ვაჟა-ფშაველას ფონდი გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას, სტიპენდიას, უნივერსიტეტში დასაქმებას, თქვენი იდეის მხარდაჭერას ან ამ ყველაფრის კომბინაციას. თქვენთვის ინდივიდუალური შემოთავაზების მოსამზადებლად სულ ორი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

  1. გამოგვიგზავნეთ სამოტივაციო წერილი ან მაქსიმუმ ორწუთიანი ვიდეო ინგლისურ ენაზე. მოგვწერეთ ან მოგვიყევით თქვენი ინტერესების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. წერილს ან ვიდეოს შეგიძლიათ თან დაურთოთ ნებისმიერი დანართი (მოსწრების ფურცელი, დიპლომები, სერტიფიკატები, თქვენი ნამუშევარი და ა. შ.), რასაც საჭიროდ მიიჩნევთ. 
  2. ჩანიშნეთ თქვენი დრო ინტერვიუსთვის. ამისთვის, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი) გამოგვიგზავნეთ მისამართზე scholarship@britishuni.edu.ge და ჩვენ დაგიკავშირდებით.

თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ვაჟა-ფშაველას ფონდის საბჭო, რომელშიც შედიან ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები და საერთაშორისო მრჩევლები.