Loading...
ხშირად დასმული შეკითხვები

ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ ვალიდაცია ნიშნავს, რომ ბრიტანული უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია როგორც ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის ექვივალენტური.

 

ვალიდაცია მრავალმხრივი პროცესია და მოიცავს რამდენიმე  ეტაპს:

  1. ბუკინგემის უნივერსიტეტმა შეაფასა ჩვენი ინფრასტრუქტურა და დაადასტურა, რომ ის შეესაბამება სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს და  მიდგომებს. მაგალითად, ჩვენი ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს ვასწავლოთ ტუტორიალებით, მცირე ჯგუფებში.
  2. ბუკინგემის უნივერსიტეტი სისტემატურად აფასებს ჩვენს აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო მოდულებს.  ჩვენი პროგრამები დაფუძნებულია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ მსგავს პროგრამებზე. ჩვენ მათი ადაპტირება მოვახდინეთ ქართული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
  3. ბუკინგემის უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს სწავლების ხარისხის მონიტორინგს. დანიშნული გარე შემფასებლები განიხილავენ ჩვენი ლექტორების მიერ სტუდენტთა ყველა შეფასებას, სანამ ეს ქულები საბოლოოდ დამტკიცდება საგამოცდო საბჭოს მიერ.
  4. ბუკინგემის უნივერსიტეტი მონაწილეობს პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის დაკომპლექტებასა და მომზადებაში. აგრეთვე, მოწვეული უცხოელი პროფესორები ეხმარებიან ადგილობრივ პერსონალს  სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.

 

ჩვენი დიპლომის წარმატებით ვალიდაცია დასტურდება ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ გაცემული „დიპლომის აღიარების სერტიფიკატით“. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენი დიპლომი ბრიტანული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის ექვივალენტურია და აქვს იგივე იურიდიული ძალა. სერტიფიკატი ასევე ადასტურებს, რომ ბრიტანულ უნივერსიტეტში მიღებული განათლების ხარისხი თანასწორია იმ განათლებისა, რასაც სტუდენტი მიიღებდა ბრიტანეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში სწავლის შემთხვევაში.

-

-

-

-

-