Loading...
image
ქართული მწერლობა

საქართველოს ლიტერატურის ისტორია ახ.წ. 5 საუკუნიდან იწყება. კოლხეთში არსებობდა უმაღლესი ლიტერატურის სკოლა, სადაც სწავლობდნენ როგორც ბერძნები, ისე ქართველები. მე-12 საუკუნისთვის დაარსდა იყალთოსა და გელათის აკადემიები, რომლებიც წარმოადგენდნენ შუა საუკუნეების პირველ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო ცენტრებს.

 

ქართველთა გენი ყველაზე ნათლად ჩანს მე-12 საუკუნის პოეტ შოთა რუსთაველის უკვდავ პოემა „ვეფხისტყაოსანში“. ქართული ლიტერატურის ისტორიის შედარებით გვიანდელი მაგალითებია სულხან-საბა ორბელიანი, მე-18 საუკუნის ქართველი მწერალი და დიპლომატი; და ილია ჭავჭავაძე, მე-19 საუკუნის მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე.

 

აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი და „ბუნების მგოსანი“ ვაჟა ფშაველა საბჭოთამდელი საქართველოს გამოჩენილი მწერლები იყვნენ. სტალინის მმართველობის პერიოდში დახვრიტეს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი და პოეტი ტიციან ტაბიძე. პოლიტიკური შევიწროების შედეგად, პოეტმა პაოლო იაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

Georgian alphabet (Mkhedruli)
ქართული ანბანი