Loading...
image
თეატრი და კინო

თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლად ითვლება მე-19 საუკუნის ცნობილი მწერალი და თეატრის ფიგურა გიორგი ერისთავი. ქართულ თეატრს, რომელშიც გამორჩეული ვარსკვლავები იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და რობერტ სტურუა, დიდი აღიარება აქვს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
 

საქართველოში ოცდაათზე მეტი თეატრია, რომელთაგან დედაქალაქ თბილისში ყველაზე პოპულარულია:
 

  • ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი;
  • შოთა რუსთავლის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამის თეატრი;
  • კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამის თეატრი;
  • ვ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკის თეატრი;
  • ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამის ტეატრი.


ქართული კინომატოგრაფიის ისტორიას საფუძველი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მაშინ არავის წარმოადგინა, რომ ქართული კინო აღიარებული იქნებოდა მსოფლიოს მასშტაბით.


ქართველ კინო-რეჟისორებს, როგორებიც არიან ელდარ შენგელაია („შერეკილები“), გიორგი დანელია („არ დაიდარდო!“, მიმინო და ა.შ.), გიორგი ჩხეიძე („ფიროსმანი“), ოთარ იოსელიანი („მთვარის ფავორიტები“ და სხვ.), თენგიზ აბულაძე („ნატვრის ხე“), მიღებული აქვთ მრავალი საერთაშორისო ჯილდო.