Loading...
image
ქართული მუსიკა და ცეკვა

მსოფლიოში ცოტა ქვეყანაა ისეთი, სადაც საგუნდო შესრულება ისეა განვითარებული, როგორც საქართველოში. ქართველთა ეროვნული უნიკალურობა ნათლად არის გამოხატული მათ ჰარმონიულ მუსიკაში. ქართული საეკლესიო პოლიფონიური გალობის ისტორია მე-5 საუკუნიდან იწყება. თავდაპირველად, ის მხოლოდ ხალხურ დონეზე არსებობდა, თუმცა ქრისტიანობის განვითარებასთან ერთად, მოიპოვა საეკლესიო გალობის სტატუსი.

მრავალი დავაა ქართული ფოლკლორის წარმოშობის გარშემო. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ქართული ფოლკლორული მუსიკის ისტორია 1,500 წელზე მეტს ითვლის. ყველაზე თამამი შეფასებებით კი ქართული ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ფესვები ჩვენს წელთაღრიცხვამდეც კი აღწევს. ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფანტეს ცნობით ( ძ.წ. მე-3 ს.), ქართველურ ტომებში გავრცელებული იყო სეკულარული, სამხედრო და საცეკვაო მელოდიები.

ქართული ცეკვა სრულდება სოლოში, დუეტში ან გუნდში. ქალები მოკლე და ნატიფ ნაბიჯებს დგამენ, კაცები კი ცეკვაში გამოხატავენ ბრძოლის სურვილს, რაც გამოიხატება სწრაფი მოძრაობებით, მაღალი ნახტომებიტა და მამაცური პირუეტებით. 

ქართული სიმღერა და ცეკვა მდიდარია განსხვავებული ჟანრებით. საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა ეროვნული საშემსრულებლო სტილი და  თაობიდან თაობიდან გადადის.

დღეს საქართველო ამაყობს მუსიკალური და საცეკვაო ტაძრებით, როგორიცაა საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი (დაარსდა 1851 წელს) და მუს-კომედიის თეატრი. თბილსს კონსერვატორიამ კი დაიმსახურა საგანმანათლებლო ინსტიტუციის სტატუსი, სადაც მაღალი დონის მუსიკალური შემსრულებდები იზრდებიან.

მსოფლიო პოპულარობა მოიპოვეს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა და ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა - „სუხიშვილებმა“, „ერისიონმა“ და „რუსთავმა“.