Loading...
image
ბიზნესის დაწყება საქართველოში

მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყნების ჩამონათვალში მეექვსე ადგილს იკავებს. ამ შედეგის წინაპირობა იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა. პირველ რიგში, საქართველომ გაამარტივა ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები, როგორიცაა ლიცენზიის აღება. ამას გარდა, მთავრობამ მიიღო ახალი კანონი, რითაც გაამარტივა გადასახადების გადახდის პროცესი.

გარდა სხვა წარმატებების და ევროპული პერსპექტივებისა, მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარობაც. ინვესტორთა აზრით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რაც გულისხმობს პროცესში მეზობელი ქვეყნების ჩართვას  და რეგიონალურ ჰაბად გადაქცევას. ინვესტორები და სხვა პარტნიორები აფასებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და წარმოება ეკონომიკურად ყველაზე მიმზიდველი სფეროებია ინვესტიციის განსახორციელებლად. ამის ნიშანია ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ყოველწლიური ზრდა. 2017 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 7 მილიონს მიაღწია. მსოფლიო ბანკის დახმარებით კი, საქართველომ მოამზადა ტურიზმის განვითარების ეფექტიანი სტრატეგია.