Loading...
image
პოლიტიკის მეცნიერება

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი პრობლემების შესახებ, გააცნოს მას პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი მეთოდები, ცნებები და თეორიები. პროგრამა მიზნად ისახავს განუვითაროს სტუდენტს კრიტიკული ანალიზისა და პოლიტიკური მოვლენების შეფასების, დამოუკიდებლად თვითგანვითარების, ანალიტიკურ დოკუმენტებზე მუშაობისა და მათი შემუშავების უნარი, მისცეს მას პრაქტიკული უნარები, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტულობას სამუშაო ბაზარზე.

სემესტრი

 

1

  1. ძირითადი აკადემიური უნარები (5 ECTS)
  2. აკადემიური ინგლისური I (10 ECTS)
  3. მათემატიკის საფუძვლები (5 ECTS)
  4. ეკონომიკა I (მიკროეკონომიკა) (5 ECTS)
  5. საზოგადოება და კულტურა საქართველოში (5 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

2

  1. აკადემიური ინგლისური II (5 ECTS)
  2. ეკონომიკა II (მაკროეკონომიკა) (5 ECTS)
  3. კრიტიკული აზროვნება (5 ECTS)
  4. საერთაშორისო გარემო (5 ECTS)
  5. პოლიტიკური კომუნიკაციები (10 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

3

  1. სოციალური და პოლიტიკური კვლევის მეთოდები (10 ECTS)
  2. შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში (10 ECTS)
  3. დიპლომატიის ისტორია (10 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

  1. პოლიტიკის თეორია (10 ECTS)
  2. საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი (10 ECTS)
  3. შედარებითი პოლიტიკა (10 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

  1. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა (10 ECTS)
  2. საერთაშორისო სამართალი და ორგანიზაციები (10 ECTS)
  3. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა (10 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

 6

  1. გლობალური უსაფრთხოება (5 ECTS)
  2. პოლიტიკური ფსიქოლოგია (5 ECTS)
  3. პოლიტიკის ანალიზის კონკურენტული მიდგომები (5 ECTS)
  4. ევროკავშირი (10 ECTS)

 

არჩევითი (აირჩიეთ მხოლოდ ერთი):

  1. დემოკრატია და პარტიული პოლიტიკა (5 ECTS)
  2. კონფლიქტი და სტაბილურობა ევროპაში (5 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

7

  1. ჩინეთის საგარეო პოლიტიკა (10 ECTS)
  2. რუსეთის საგარეო პოლიტიკა (10 ECTS)
  3. ქართული პოლიტიკა (5 ECTS)

 

არჩევითი (აირჩიეთ მხოლოდ ერთი):

  1. ენერგეტიკული პოლიტიკა (5 ECTS)
  2. კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკა (5 ECTS)

 

ჯამური: 30 ECTS

8

  1. საერთაშორისო ურთიერთობების სიმულაცია (10 ECTS)
  2. საბაკალავრო ნაშრომი (20 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

  
ჯამური კრედიტების რაოდენობა:  240

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონე ფასდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად.

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის  სასწავლო კომპონენტში სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების ფორმები) მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით ანუ შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.

შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში. 

დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში. 

 

შეფასების სისტემა უშვებს:

  • ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

 

  • ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები,რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

 

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში  დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში.  სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

დასაქმების სფეროები შესაძლებელია იყოს, (მაგრამ არ შემოიფარგლება) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებით, ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციებით, საერთაშორისო ორგანიზაციებით.

მიღების წესსა და პროცედურებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს

პროგრამის წლიური საფასურია 7,000 ბრიტანული ფუნტი. ფინანსური მხარდაჭერისთვის ეწვიეთ ვაჟა-ფშაველას ფონდს.