Loading...
image
თბილისი, საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი


თბილისი - საქართველოს დედაქალაქი

საქართველოს დედაქალაქი, თბილისი დაარსა მეფე ვახტანგ გორგასალმა 458 წელს, როცა სამეფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოვიდა.

თბილი და სტუმართმოყვარე თბილისი მდებარეობს კავკასიის შუაგულში. ქალაქი თავის სტუმრებს მუდამ აოცებს თავისი განსაკუთრებული შარმით. მეგობრული თბილისელები მუდამ მზად არიან გულთბილად უმასპინძლონ უცხოელ სტუდენტებს თავიანთ ქალაქში.

1,5 მილიონი მცხოვრებით, თბილისი საქართველოს უდიდესი ქალაქია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს კონსტრუქციული სამუშაოები: შენდება ახალი საცხოვრებლები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები. ქალაქის თანამოდროვე და ძველი არქიტექტურა ნელ-ნელა უფრო მეტად ერწყმის ერთმანეთს.

თბილისი ცნობილია მისი ცოცხალი ატმოსფეროთი და ეთნიკური არქიტექტურით. აქ მდებარეობს უამრავი ეკლესია, რესტორანი და გოგირდის აბანო. ალექსანდრე დიუმას თქმით, „თბილისი არის ლეგენტებისა და რომანტიკის ქალაქი“.

 

ენები, რომლებზეც საუბრობენ თბილისში

საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ეძველეს ენად ითვლება. თბილისის ქუცებში ჩვეულებრივ ქართულ ენაზე საუბრობენ. რთულია ქართულად ისაუბროთ მძიმე თანხმოვნების გამო, თუმცა ახალგაზრდების უმეტესობა ინგლისურად კარგად საუბრობს.