Loading...
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში გლობალური ადვოკატირების ლიდერს, ჯერი განსტერს უმასპინძლებს

Media Contact

Kaelyn Petrides

kaelyn@gunsterstrategies.com 

 

რეგიონული დაძაბულობის ზრდასთან ერთად, CEO სტუდენტებს, ოფიციალურ პირებსა და ლიდერებს ხვდება

 

თბილისი, საქართველო – Gunster Strategies Worldwide და ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში იწყებენ თანამშრომლობას, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მომავალ ლიდერებსა და სტუდენტებს მისცენ შესაბამისი ცოდნა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ადვოკატირების გამოყენება ცვლილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

 

გლობალური საკითხების ადვოკატირებას, თუ ის სწორადაა წარმართული, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს მთავრობებზე, ინდუსტრიებზე, ორგანიზაციებსა და ინდივიდებზე. ზოგჯერ ფსონები თავად გადარჩენაა. Gunster Strategies-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯერი განსტერი, რომელიც  ოფიციალურ პირებს, გადაწყვეტილების მიმღებებსა და სტუდენტებს ასწავლის, ბრიტანული უნივერსიტეტში იქნა მიწვეული.

 

“ბრიტანული უნივერსიტეტის მისიაა, ბრიტანული აკადემიური მოდელის საქართველოს აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის გზით, იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად და საზოგადოების ტრანსფორმაციაში წვლილის შესატანად.” - აცხადებს ბრიტნაული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია გურგენიძე. „საკითხთა ადვოკატირება გლობალური ენაა. ჩვენს სტუდენტებსა და ხელმძღვანელობას სურვილი აქვთ, მომზადებულები შეხვდნენ მომავალს – სწორედ ამიტომ ვიწვევთ ჯერის ჩვენს დედაქალაქში“.

 

ერთკვირიანი ვიზიტი მოიცავს დეტალურ ლექციებს კვლევის ჩატარების, მედიასთან ურთიერთობის, კოალიციის აშენების, საბაზო მობილიზაციისა და თანამედროვე ციფრული არქიტექტურის შესახებ.

 

საგანმანათლებლო პროცესი წარიმართება „Issue Advocacy 101“-ის გამოყენებით, რომელიც შექმნილია ჯერი განსტერისა და სხვა პოლიტიკური ექსპერტებისა თუ ლიდერების მიერ. პროგრამა სტუდენტებს ასწავლის წარმატებული ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიის მართვის პროცესს, ფაქტებისა და ემოციების დაბალანსებას მხარდაჭერის მოსაპოვებლად, საერთაშორისო ადვოკატირების მნიშვნელობას და სხვა.

 

Gunster Strategies Worldwide-ის შესახებ

Gunster Strategies Worldwide არის სრული სერვისის მქონე დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია როგორც საკითხთა ადვოკატირებისა და პოლიტიკური საკომუნიკაციო კამპანიების წარმოებაში, ასევე კორპორატიულ სოციალური პასუხისმგებლობაში. შეიტყვეთ მეტი www.gunsterstrategies.com-ზე.

 

ბრიტანული უნივერსიტეტის შესახებ

ჩვენი უნივერსიტეტის მისიაა, გავხდეთ თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად და საზოგადოების ტრანსფორმაციაში წვლილის შესატანად. გვჯერა, რომ კაცობრიობას დღეს ჭირდება მომავალზე ორიენტირებული, ლიდერის თვისებების მქონე ახალი თაობა. ჩვენ ასევე გვწამს, რომ ეს მიზანი მხოლოდ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა. შეიტყვეთ მეტი www.britishuni.edu.ge-ზე