Loading...
ჯერი განსტერის სემინარები ბრიტანულ უნივერსიტეტში

20 და 22 მაისს ბრიტანულ უნივერსიტეტში Ganster Strategies Worldwide-ს ხელმძღვანელის, ჯერი განსტერის სემინარები ჩატარდა.

შეხვედრების თემა "Modern Policy Advocacy" გახლდათ და მისი მიზანი სტუმრებისთვის საჯარო საქმის ადვოკატირებისა და კომუნიკაციების სტრატეგიის გაზიარება გახლდათ.

მსმენელებს, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ნაიჯელ ფარაჯმაც მიმართა.

სემინარები განკუთვნილი იყო პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული უნივერსიტეტის მოწვევით თბილისში პოლიტიკის ადვოკატირების ექსპერტი ჯერი განსტერი იმყოფება.