Loading...
ბრიტანული უნივერსიტეტის კვლევებისა და პოლიტიკის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვაშინგტონში CAMCA რეგიონალურ ფორუმზე იმყოფება

ბრიტანული უნივერსიტეტის კვლევებისა და პოლიტიკის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თამარ კეკენაძე, ვაშინგტონში კამკა რეგიონალურ ფორუმზე (CAMCA Regional Forum) იმყოფება. ფორუმი ყოველწლიურად ტარდება დონალდ რამსფელდის ფონდის, აშშ-ის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის და CAMCA ქსელის ორგანიზებით.

 

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალუზი აზიის, მონღოლეთისა და ავღანეთის აშშ-სთან დაახლოებას და თანამშრომლობის განვითარებას ბიზნესის, განათლების, ტრანსპორტის, IT და სხვა მიმართულებებით.  ფორუმზე ყოველწლიურად იკრიბებიან აშშ-ის და სხვა ქვეყნების ლიდერები სექტორების მიხედვით. თამარ კეკენაძე დონალდ რამსფელდის სტიპენდიანტია.

 

თამარ კეკენაძე ცოტა ხნის წინ აღნიშნული ფორუმის მმართველი დირექტორი გახდა და აქტიურად მუშაობს საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთოებების გაღრმავებაზე.