Loading...
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მასწავლებელი)

მიღების წესი

პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც ფლობს ბაკალავრის, მაგისტრის და / ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის საგანში / საგნობრივ ჯგუფში და რომელსაც დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით;

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა გასაუბრების სახით. გასაუბრების მიზანია განსაზღვროს კანდიდატის პროგრამაზე სწავლის მოტივაცია და შეამოწმოს მისი ინფორმირებულობა და მიმღებლობა ზოგად განათლებასა და დარგში არსებული სიახლეების შესახებ. გამოცდის საკითხები და შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოცდამდე 30 კალენდარული დღით ადრე.

 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე რეგისტრაციის წესები

შიდასაუნივერსიტეტოგამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით, აპლიკანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და თან დაურთოს აპლიკაციაში მითითებული დოკუმენტები.

 

წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია მოცემულ ლინკზე.

 

გამოცდა ფასდება 20 ქულით, ხოლო მინიმალური ქულაა 11.

 

იხილეთ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შეფასების კრიტერიუმები

 

გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე ინფორმაციის გაგზავნის გზით და გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცდის შედეგების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

 

შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე ფიზიკური სახით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და წესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებულითარგმანი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ფოტო (3X4);
  • ფოტო CD დისკზე;
  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);

 

საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.