Loading...
image
საცხოვრებელი ხარჯი თბილისში

ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადების გარდა, საცხოვრებელი ხარჯის დიდ წილს შეადგენს ტრანსპორტირება და კვება.

 

ტრანსპორტი

ავტობუსი

ავტობუსით მგზავრობის ფასია 1 ლარი (0.3 GBP). სწრაფი გადაადგილებისთვის ქალაქს ემსახურება მიკრო-ავტობუსები, რომლის ღირებულებაცაა 1 ლარი (0.3 GBP). შესაძლებელია გადახდა როგორც ბარათით, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით.

 

მეტრო

თბილისის მეტროს სისტემა ორი ხაზისგან შედგება და ქალაქის დიდ ნაწილს ფარავს. ყოველი მგზავრობის ფასია 1 ლარი (0.3 GBP). გადახდა შესაძლებელია სამგზავრო ბარათით, რომელიც ნებისმიერ სადგურზე შეგიძლიათ შეიძინოთ 2 ლარად (0.42 GBP). მეტროთი მგზავრობა უსაფრთხო და სწრაფი საშუალებაა პიკის საათის დროსაც კი.

 

ტაქსი

თბილისში ტაქსის ბევრი ცნობილი კომპანიაა. ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ როგორც მობილური აპლიკაციით, ისე ტელეფონზე დარეკვით. ყველა დიდ კომპანიას კი ინგლისურენოვანი მომსახურებაც გააჩნია. ჩვეულებრივ, ტაქსით მგზავრობის ფასი დამოკიდებულია მომსახურების ხარისხზე.

 

თბილისში ტაქსი ფინანსურად ხელმისაწვდომია და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ყველაზე კომფორტული საშუალებაა. ტაქსის ქუჩაში გაჩერების ნაცვლად, გირჩევთ, რომ გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია, რათა თავიდან აირიდოთ ენობრივი ბარიერი, ზედმეტი ხარჯი და მისამართის მოძებნის სირთულე.

 

კვება 

კვების ხარჯი 300-დან 500 ლარამდე მერყეობს (90-150 GBP) და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენს პირად მოხმარებაზე.