Loading...
image
ბიზნესი და მენეჯმენტი

ბიზნესისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც ეკონომიკის, აღრიცხვის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ფინანსების სფეროში შეძენილი ფართო თეორიული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ ბიზნესის კონკურენტუნარიან გარემოში  სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას, ამ სფეროში  წარმატებით მუშაობას, დამქირავებლისათვის ინოვაციური და უახლესი მიდგომების შეთავაზებას.
  • შესძინოს ისეთი მნიშვენლოვანი უნარები, როგორიც არის: ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის გადაწყვეტა, კრიტიკული აზროვნება და გუნდში მუშაობა.
  • გაუღვივოს სტუდენტს დამოუკიდებლად თვითგანვითარების და აკადემიური კვლევის უნარები, სიახლეების აღმოჩენისა და სწავლის შემდგომში გაგრძელების მიზნით
  • კურსდამთავრებულს  შეიძინოს საკმარისი ცოდნა, იმისათვის, რომ  დააარსოს საკუთარი მცირე ბიზნესი, მართოს და გახადოს კონკურენტუნარიანი რეალურ ბიზნეს გარემოში.

სემესტრი

სასწავლო კურსები

I

  1. ძირითადი აკადემიური უნარები (5 ECTS)
  2. აკადემიური ინგლისური I (10 ECTS)
  3. მათემატიკის საფუძვლები (5 ECTS)
  4. ეკონომიკა I (მიკროეკონომიკა) (5 ECTS)
  5. საზოგადოება და კულტურა საქართველოში (5 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

II

  1. აკადემიური ინგლისური II (5 ECTS)
  2. ეკონომიკა II (მაკროეკონომიკა) (5 ECTS)
  3. ინგლისური ენა ბიზნესისათვის (5 ECTS)
  4. საერთაშორისო გარემო (5 ECTS)
  5. შესავალი ფინანსებში (5 ECTS)
  6. შესავალი ბიზნესის სამყაროში (5 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

III

  1. მენეჯმენტის პრინციპები (10 ECTS) 
  2. ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება (10 ECTS) 
  3. ფინანსები ბიზნესისათვის (10 ECTS) 

ჯამური: 30 ECTS

IV

  1. მარკეტინგის საფუძვლები (10 ECTS)
  2. ორგანიზაციული ქცევა (10 ECTS)
  3. კრეატიულობისა და ინოვაციურობის მენეჯმენტი (5 ECTS)
  4. ფინანსები გადაწყვეტილების მისაღებად (5 ECTS) 

ჯამური: 30 ECTS

V

  1. პროცესებისა და ოპერაციების მენეჯმენტი (10 ECTS)
  2. კროს-კულტურული მენეჯმენტი (5 ECTS)
  3. ინტერპერსონალური და საკომუნიკაციო უნარები (5 ECTS)
  4. ბიზნესის სამართლებრივი ასპექტები (5 ECTS)
  5. ადამიანური რესურსების მართვა (5 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

VI
  1. მეწარმეობა (5 ECTS)
  2. გლობალიზაცია და საერთაშორისო ბიზნესი (10 ECTS) 
  3. თანამედროვე საკითხები ბიზნესსა და მენეჯმენტში (5 ECTS) 
  4. სტაჟირება (5 ECTS) 

 

არჩევითი (სტუდენტმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი):

  1. მომხმარებლის ქცევა (5 ECTS)
  2. კორპორაციული ფინანსები (5 ECTS)
  3. მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი (5 ECTS)

 

ჯამური: 30 ECTS

VII

  1. კორპორაციული სტრატეგია და სტრატეგიული მენეჯმენტი (10 ECTS)
  2. კვლევის უნარები ბიზნესში (5 ECTS)
  3. კარიერის მართვა (5 ECTS)
  4. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკური ქცევა (5 ECTS)

 

არჩევითი (სტუდენტებმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი):

  1. ლიდერობა (5 ECTS)
  2. ციფრული მარკეტინგი და ელექტრონული ბიზნესი (5 ECTS)
  3. სერვისის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისათვის (5 ECTS)
  4. საზღვრებს მიღმა კომპანიების შეძენა/შერწყმა (5 ECTS)

 

ჯამური: 30 ECTS

VIII

  1. ბიზნეს სტარტაპი (15 ECTS)
  2. საბაკალავრო ნაშრომი (15 ECTS)

 

ჯამური: 30 ECTS

 

ჯამური კრედიტების რაოდენობა:  240

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონე ფასდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად. 

ბიზნესისა და მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  სასწავლო კომპონენტში სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების ფორმები) მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით ანუ შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.

შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში. 

დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში. 

 

შეფასების სისტემა უშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

 

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები,რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

 

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში  დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში.  სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

  • ბიზნესისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ პროგრამის კურსდამთავრებულს  აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
  • დასაქმების სფეროები შესაძლებელია იყოს, მაგრამ არ შემოიფარგლება მარკეტინგის, ფინანსებისა და მართვის მიმართულებით. ასევე, კურსდამთავრებულები მომზადებული იქნებიან საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად და მის სამართავად.
  • პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს საქართველოს ან სხვა ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნებისმიერი მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე, თუ ამ პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ არის შეზღუდული სხვა სპეციალობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.

მიღების წესსა და პროცედურებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს

პროგრამის წლიური საფასურია 7,000 ბრიტანული ფუნტი. ფინანსური მხარდაჭერისთვის ეწვიეთ ვაჟა-ფშაველას ფონდს.