Loading...
image
განაცხადი ვიზაზე

იმისთვის, რომ გაიგოთ გჭირდებათ თუ არა ვიზა საქართველოში შემოსვლისთვის, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ ვებ-გვერდს. ეს ოფიციალური ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ და დაგეხმარებათ ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და საკონსულო მომსახურების მოძიებაში.

 

ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც სურთ საქართველოში შემოსვლა, პირველ რიგში, უნდა აიღონ შესაბამისი ვიზა (ფიზიკური ან ელექტრონული). ზოგიერთ საერთაშორისო ვიზიტორს შეიძლება ჰქონდეს ვიზის გარეშე შემოსვლის უფლება, თუ იგი აკმაყოფლებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში დადგენილ მოთხოვნებს. სხვა შემთხვევაში, ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა, ვიზის საჭიროების დასადგენად, არის მოცემულ გვერდზე გადასვლა და შემდეგი ნაბიჯების განხორციელება:

  • გთხოვთ, აირჩიოთ სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის გამცემი ქვეყანა;
  • გთხოვთ, აირჩიოთ, თუ რომელი ტიპის სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის გამოყენებას აპირებთ მგზავრობისას;
  • გთხოვთ, აირჩიოთ თქვენი ვიზიტის მიზანი (მონიშნეთ საიმიგრაციო, D3 კატეგორია - საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე);
  • ამ ინფორმაციის საფუძველზე შეძლებთ ნახოთ ინფორმაცია თქვენი სტატუსისა და სავიზო მოთხოვნების შესახებ.

 

თუ ვიზისთვის გჭირდებათ ელექტრონული აპლიკაციის შევსება, მაშინ ეწვიეთ მოცემულ ბმულს, მიუთითეთ თქვენი მოქალაქეობა/სტატუსი და მიყევით შემდგომ ინსტრუქციას. ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ელ. აპლიკაციის შევსების ვიდეო ინსტრუქცია.

 

თუ ვიზის მისაღებად ბრიტანული უნივერსიტეტისგან დაგჭირდებათ დამატებითი დოკუმენტი, გთხოვთ, დაუკავშირდით:

admissions@britishuni.edu.ge