Loading...
image
ბრიტანეთის კვლევები

ბრიტანეთის კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია:

  • სტუდენტებს მისცეს ღრმა, მულტიდისციპლინური ცოდნა ბრიტანეთისმცოდნეობაში, გამოუმუშავოს უნარები და ცოდნა რითაც შეძლებენ თავისუფლად გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი, ეკონომიკური, ბიზნეს ან სხვა ურთიერთობების და კომუნიკაციების წარმოებას;
  • მოამზადოს კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება ბრიტანული ლიტერატურის შესახებ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი სისტემის; ბიზნეს გარემოს; ეკონომიკის; პოლიტიკური მოწყობისა და სტრუქტურის; განათლების სისტემის; ისტორიის შესახებ;
  • მისცეს კურსდამთავრებულს საფუძვლიანი ცოდნა კვლევის მეთოდების შესახებ და გამოუმუშავოს მას კვლევის უნარები.  

 

 

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

 

  • კრიტიკულად იაზრებს გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივ ჩარჩოს, ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემას, ისტორიასა და განათლების სისტემას;
  • აფასებს და განიხილავს ბრიტანული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, მათი ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის საფუძველზე;
  • აანალიზებს გაერთიანებული სამეფოს თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და გამოწვევებს და   მის როლს ევროპასა და მსოფლიოში;
  • აანალიზებს ბრიტანულ ლიტერატურას ეკონომიკური, სოციალური და სხვადასხვა თეორიული თვალთახედვიდან და აყალიბებს დასკვნებს, რომელშიც აისახება სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები;
  • აყალიბებს რეკომენდაციებს რთული პრობლემების გადასაჭრელად ბრიტანეთის ბიზნეს, ეკონომიკურ-პოლიტიკურ, განათლების სისტემასთან დაკავშირებით;
  • არგუმენტირებულად წარმოადგენს საკუთარ დასკვნებს აკადემიურ და არააკადემიური საზოგადოების წინაშე, ზეპირი და წერილობითი ფორმით;
  • დამოუკიდებლად ახორციელებს მულტიდისციპლინურ კვლევას, უახლესი მიდგომების გამოყენებით, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით და წარმართავს საკუთარ სწავლას მულტიდისციპლინურ სასწავლო გარემოში.

სემესტრი

 

1

  1. კვლევის მეთოდები (6 ECTS)
  2. აკადემიური ინგლისური (6 ECTS)
  3. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და კულტურა (6 ECTS)
  4. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა და ბიზნესი (6 ECTS)
  5. გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური სისტემა (6 ECTS)

 

ჯამური: 30 ECTS

2

  1. გაერთიანებული სამეფოს ლიტერატურა 1910 წლამდე (6 ECTS)
  2. გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი სისტემა (6 ECTS)
  3. გაერთიანებული სამეფოს ისტორია (6 ECTS)

 

არჩევითი (ირჩევთ ორ საგანს) 

  1. შესავალი თარგმანმცოდნეობაში (6 ECTS)
  2. შესავალი შემოქმედებით წერაში (6 ECTS)
  3. ბრიტანული ლიტერატურის პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები (6 ECTS)
  4. გაერთიანებული სამეფოს საგარეო პოლიტიკა (6 ECTS)

 

ჯამური: 30 ECTS 

3

  1. გაერთიანებული სამეფოს ლიტერატურა 1910 წლიდან დღემდე (6 ECTS)
  2. გაერთიანებული სამეფოს განათლების სისტემა (6 ECTS)
  3. სამაგისტრო ნაშრომის კვლევის დიზაინი (6 ECTS)

 

 

არჩევითი (ირჩევთ ორ საგანს)

  1. მთარგმნელობითი პრაქტიკა (6 ECTS)
  2. შემოქმედებითი წერის პრაქტიკა (6 ECTS)
  3. პრესკლუბი (6 ECTS)
  4. გაერთიანებული სამეფო და მსოფლიო ბიზნესსამყარო (6 ECTS)

 

ჯამური: 30 ECTS

სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS)

 

ჯამური: (30 ECTS)

ჯამური კრედიტების რაოდენობა: 120

სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასება მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა). შუალედური და დასკვნითი შეფასებები მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების მეთოდს/მეთოდებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს (ტესტი, ესსეი, პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა და სხვ.).

 

შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში (100 ქულა), რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში.  

 

დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.  

 

 

შეფასების სისტემა მოიცავს:

  • ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი –91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი –81-90 ქულა;

(C) კარგი –71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი –61-70 ქულა;

(E) საკმარისი –51-60 ქულა.

 

  • ორი სახის უარყოფითი შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები,რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

 

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში.  სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

საგანმანათლებლო პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე, კურსდამთავრებულთა დასაქმების არეალი ფართოა და ისინი შეიძლება დასაქმდნენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორებში. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საელჩოებში, ნებისმიერ სექტორში, რომელიც გულისხმობს გაერთიანებულ სამეფოსთან კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სხვა ტიპის ურთიერთობას.

 

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ სადოქტორო პროგრამაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

ბრიტანეთის კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე:

 

საერთო სამაგისტრო გამოცდა

 

კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.

 

საუნივერსიტეტო გამოცდა

 

პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, ბრიტანულ უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით. საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს გასაუბრებას (ზეპირ გამოცდას)  და ტესტირებას ინგლისურ ენაში.

 

ინგლისური ენის ტესტი შედგება მოსმენის, კითხვის და წერითი დავალებებისაგან. მოსმენის და კითხვის დავალება ფასდება 25-25 ქულით, შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:

  • სწორი პასუხი - 1 ქულა
  • არასწორი პასუხი - 0 ქულა

 

წერითი დავალება მოიცავს არგუმენტირებულ ესეს და ფასდება 10 ქულით შემდეგი კრიტერიუმებით:

იხილეთ ცხრილი

 

საერთო ჯამში ტესტი ფასდება მაქსიმუმ 60 ქულით, საიდანაც მინიმალური ზღვარი შეადგენს 60%-ს ანუ 36 ქულას.

 

გასაუბრებაზე ფასდება შემდეგი ოთხი კომპონენტი:  

 

  • თემატიკის ცოდნა - კანდიდატი პასუხობს შეკითხვებს თემატური ცოდნის შესამოწმებლად შემდეგ საკითხებთან მიმართებით:
    • დიდი ბრიტანეთის ისტორია და ტრადიციები;
    • დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემა;
    • დიდი ბრიტანეთის კულტურა;
    • დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა;
    • დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა.

 

გასაუბრებისთვის მომზადების მიზნით აპლიკანტებისთვის რეკომენდირებულია შემდეგი ლიტერატურა: O’Driscoll, James (2018). Britain for Learners of English; Oxford University Press.

 

  • მოცემული მასალაზე დაყრდნობით, კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მისთვის საინტერესო თემა და მოამზადოს 10 წუთიანი პრეზენტაცია;
  • კანდიდატის ინფორმირებულობა პროგრამის შესახებ;
  • ენობრივი უნარ-ჩვევები.

 

გასაუბრება ტარდება ინგლისურ ენაზე და ფასდება მაქსიმუმ 40 ქულით. გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლისთვის, კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 20 ქულა.  

 

გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები (იხილეთ აქ)

 

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება  შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.

საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:  

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;  

გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც   უცხო   ქვეყნის   უმაღლეს   საგანმანათლებლო   დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

დ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 52- ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.

პროგრამის წლიური საფასურია 2,500 ლარი.