Loading...
image
საერთაშორისო საბაზისო პროგრამა

საერთაშორისო საბაზისო პროგრამა (IFP) ამზადებს საერთაშორისო სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამებისთვის. აღნიშნული პროგრამა გახლავთ ხიდი სასკოლო განათლებასა და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის. პროგრამა საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ ზოგიერთ საგანს, რომელიც შეიძლება ისწავლოთ შემდგომ საფეხურზე.

ისწავლეთ საერთაშორისო საბაზისო პროგრამაზე, თუ გაქვთ სკოლის 12 კლასის დამთავრების ატესტატი და თქვენი IELTS ქულა არანაკლებია 5.5-ზე.

საერთაშორისო საბაზისო პროგრამის დასრულების შემდეგ, თუ თქვენი IELTS ქულა გაიზრდება მინიმუმ 6.5-ზე, საშუალება გექნებათ სწავლა განაგრძოთ ბიზნესის ან პოლიტიკური მეცნიერების საბაკალავრო საფეხურზე.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სკოლის 12 კლასის დამთავრების ატესტატი და IELTS ქულა უნდა იყოს არანაკლები 5.5-სა.

თუ ინგლისური არაა თქვენი პირველი სალაპარაკო ენა და ცოდნის დონე ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მინიმალურ მოთხოვნებს (IELTS 5.5), შეიძლება დაინტერესდეთ, რომ გააუმჯობესოთ ინგლისური ენა იუნიქ ლერნინგში.

აპლიკაციის ფორმის შევსების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება უნივერსიტეტში. თუ თქვენ ცხოვრობთ საზღვარგარეთ, მაშინ ინტერვიუ შესაძლებელია სკაიპის, მეილის ან ტელეფონის საშუალებით.

ჩვენი გუნდი სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე.

კონტაქტი: +995 577 52 32 61; +995 599 97 70 02

contact@britishuni.edu.ge

უნივერსიტეტში ჩარიცხვის შეთავაზების მიღების შემდეგ თქვენ გაცნობებთ ჩვენს სასწავლო კურსის პირობებს. მას შემდეგ, რაც თქვენ მიიღებთ IFP–ს შეთავაზებას, გაფორმდება იურიდიული ხელშეკრულება თქვენსა და უნივერსიტეტს შორის, შეთავაზების წერილში მითითებული პირობებისა საფუძველზე. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ თქვენი შეთავაზების წერილი და პირობები, რადგან ისინი მოიცავენ მნიშვნელოვან საკითხებს.

სწავლების მეთოდი

ჩვენი უნივერსიტეტის სწავლების მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობაა მცირე ჯგუფებში მუშაობა. ესაა ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ მაქსიმალური სარგებელი კურსიდან.

 

შეფასების მეთოდი

შეფასების ფორმა განსხვავებულია თითოეული საგნის მიხედვით. როგორც წესი, შეფასება ხდება გამოცდით, საკურსო სამუშაოთი ან ამ ორის კომბინაციით.

  • £7000 ერთი აკადემიური წლის ღირებულება

საბაზისო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საშუალება გექნებათ სწავლა გააგრძელოთ საბაკალავრო საფეხურზე.

ჩვენი საერთაშორისო პროგრამა მოგცემთ თქვენთვის მნიშვნელოვან აკადემიურ და ენობრივ უნარებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს საბაკალავრო საფეხურზე სწავლებისთვის..